წყალდიდობა ესპანეთში

ესპანეთში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან.

წყალდიდობის გამო ევროპული ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სტიქიურმა უბედურებამ ოთხი ადამიანი შეიწირა. ათობით პირი კი მაშველებმა დატბორილი სახლებიდან და ავტომობილებიდან გამოიყვანეს. ორივე პროვინციაში შეფერხებაა საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე. დროებით დახურეს ორივე აეროპორტი.

დატოვე კომენტარი