წყალბურთი - თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო
12:55, 10.10.2019
თბილისის დინამოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხით დასრულდა. ესპანეთში, ადგილობრივ „ტერასასთან“, თბილისის „დინამო“ 9:5 დამარცხდა. მატჩში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც ანგარიშშიც გარდასახეს.
მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 19 ოქტომბერს ხორვატიაში, ზაგრების „მლადოსტთან“ გამართავს.