წყალბურთი | საქართველო - საფრანგეთი პირველ არხზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. გაირკვევა ვინ დაიკავებს ტურნირზე მე-9 ადგილს. ჩვენმა გუნდმა მიმდინარე შეჯიბრებაზე ორი მატჩი მოიგო – პირველ ჯგუფურ ეტაპზე სლოვენია დაამარცხა, ხოლო მეორე ჯგუფურ ეტაპზე თურქეთს სძლია. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტიტულისთვის ბრძოლას უკვე ოთხი ნაკრები აგრძელებს – საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია და სერბეთი.

დღევანდელი მატჩი 18:15 საათზე დაიწყება – პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე.