წვრთნები ბათუმის საზღვაო აკვატორიაში
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში, ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ეროვნული წვრთნები ჩატარდა. წვრთნების მთავარი მიზანია – ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემებისთვის დახმარების აღმოჩენა. სცენარის მიხედვით, ოპერაციის ძირითადი ნაწილი ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში განხორციელდა. წვრთნების მეორე ნაწილი კი – სანაპირო ზოლზე, ჟილინის არხის შესართავთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.