წვიმის გამო ჩამოშლილმა მიწამ, თუშეთისკენ მიმავალი გზა ჩახერგა

ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მიწამ, თუშეთისკენ მიმავალი გზაც ჩახერგა. დაზიანებული მონაკვეთის მეორე მხარეს 16 ადამიანია ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, ჩარჩენილებს შორის მწყემსები და გზის გაწმენდაზე მომუშავე კომპანიის თანამშრომლები არიან. ბოლო ინფორმაციით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. ანდრე ქუჯაიძის განცხადებით, ადგილზე სამაშველო ძალებია მობილიზებული და სამუშაოები წყლის კლების შემდგომ დაიწყება.