წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება
გორში, წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში, 6-თვიანი ვადით, საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ისინი მე-4 ქვეით ბრიგადაში გადანაწილდებიან და 8-კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც 6-თვიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს, საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში, ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ. თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა, შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში.