წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
წვევამდელებმა გორის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ახალწვეულები კაპელანმა თადეოზმა დალოცა.
ღონისძიებას წვევამდელების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. რეკრუტებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) გორის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, განახლებული პროგრამით გაიარეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები გორის პირველ ქვეით ბრიგადაში იმსახურებენ.