წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

12:20, 08.02.2026

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რვა თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა, სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება.

მსგავსი