წულუკიანის განცხადება სააკაშვილის „მაგნიტსკის სიის“ ანალოგზე

მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგზე მუშაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მაგნიტსკის სიაზე“ საუბრობს არაერთი უპასუხისმგებლო ადამიანი ოპოზიციიდან. თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და მან სასჯელი უნდა მოიხადოს.