„ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმეტესობა ოპოზიციურ პარტიებთანაა დაკავშირებული. თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს და არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებია.
წულუკიანმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარუდგინა. წულუკიანის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია.
ანა ბროლაძე განავრცობს თემას.