წულუკიანი თანამდებობაზე რჩება  

თეა წულუკიანი არ წავიდა. იუსტიციის მინისტრი თანამდებობაზე დარჩა, თუმცა საიდუმლოდ დატოვა თემა, რომლის გამოც ის პოსტიდან წასვლას ფიქრობდა.

სადავო საკითხი არ დააკონკრეტა არც პრემიერმა, რომელთან შეხვედრამდე ჯერ კიდევ დილით წულუკიანი მედიასთან პოსტის დატოვებას ისევ არ გამორიცხავდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი, სადავო თემა ამოწურულად გამოცხადდა. სასამართლო რეფორმის და შეწყალების საკითხის გამორიცხვის შემდეგ, მედია მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, გახდა თუ არა უთანხმოების საგანი იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის შესაძლო გამოყოფის გეგმა, რაზეც ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება.

ვერსიებთან ერთად განხილვის თემაა მინისტრის განცხადების ფორმაც.

მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიცია თეა წულუკიანის გუშინდელი გამოსვლის მიღმა ულტიმატუმის ფორმას ხედავს.