წულუკიანი მზად არის ჩაერთოს განხილვებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვასთან დაკავშირებით

თეა წულუკიანი მზად არის ჩაერთოს განხილვებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ოქროს შუალედის პოვნაა აუცილებელი.

მისივე განმარტებით, საბჭოს სხდომები უნდა იყოს გამჭვირვალე, თუმცა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო პირობები. მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, სხდომის ღიაობის თუ დახურვის პროცედურა რეგლამენტში გაიწერება თუ კანონში.