წულუკიანი გეგუთის ციხეში

ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასწრულწლოვანი მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის, სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო.

პროექტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. თეა წულუკიანმა ტერიტორია დღეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტ, საქართველოს საპატიო მოქალაქე, მოსამართლე რენატე ვინტერთან ერთად მოინახულა.

დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში, 11 არასრულწლოვანია განთავსებული, მათ შორის 3 მსჯავრდებულია, ხოლო 8 – ბრალდებული.