საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი, ოფიციალურად გაიხსნა. ახალ სარბოლო სეზონი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს, რომელიც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. „ჯითისი“ უკვე აერთიანებს პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელებს, მრავალფეროვან სარბოლო კლასებსა და თანამედროვე სტანდარტების რბოლებს, რაც ქმნის მაღალ კონკურენციასა და სანახაობრივ გარემოს. ღონისძიება ღიაა მაყურებლისთვის და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გულშემატკივრებმა ახლო მანძილიდან იხილონ მაღალი სიჩქარე, დრამატული მანევრები და ძლიერი კონკურენცია პროფესიონალურ ავტოდრომზე.