8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატი აღდგა. ავტოდრომი სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა. მათ ადგილზე მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა, ისტორიული ავტომობილების გამოფენა და მსოფლიო ბრენდების სუპერქარები დახვდათ. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ემართათ სპორტული ავტომობილები. გახსნის ცერემონიის დროს სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა შეასრულა, რასაც ვერტმფრენების საჩვენებელი გადაფრენა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ აიღო სტარტი საქართველოს ჩემპიონატის პირველმა ოფიციალურმა რბოლამ. პირველი ეტაპის საბოლოო გამარჯვებულები დღის ბოლოს გამოვლინდებიან.