Woven Together Collective-ს ექსპოზიცია „საბჭოთა მემკვიდრეობა: სამი მოზაიკური პანო“
Woven Together Collective – გიწვევთ გამოფენაზე „საბჭოთა მემკვიდრეობა: სამი მოზაიკური პანო“ – 30 ოქტომბერს, 6 საათზე. ექსპოზიციის ფარგლებში წარდგენილი იქნება ცნობილი მოზაიკური პანოების ესკიზები და თანადროული ნამუშევრები.
ამასთან, იხილავთ მოზაიკური პანოების სკანირებულ გამოსახულებებს, მონუმენტურ მოზაიკასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, ვიდეომასალასა და საქართველოში შემორჩენილ საბჭოთა მოზაიკის მაგალითებს: მეტად ტრადიციულ, სმალტის*/ კერამიკის და ექსპერიმენტული, მინანქარის ეფექტით მოჭიქულ კერამიკის ნატეხებს.