world travel awards ღონისძიება ბათუმში 

ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება ბათუმში.

ზღვისპირა ქალაქი „ტურიზმის ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში აჭარის რეგიონს არაერთი ქვეყნის ტურიზმის სპეციალისტი და ექსპერტი სტუმრობს. ცერემონია, რომელიც გალა კონცერტით გაიხსნა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღეს გაირკვევა ბათუმის შემდეგ რომელი ქალაქები გახდებიან ტურისტული ოსკარის მფლობელები.