წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში

18:01, 03.04.2026

უკვე სამ საათზე მეტია, რაც საქართველოს საპატრიარქოში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, წმინდა სინოდის სხდომა იმართება.  სინოდის წევრი სასულიერო პირები საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ. როგორც, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა ეს იქნება პროცესუალური სხდომა და არა კანდიდატების გამორჩევა. მისივე თქმით,  სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე 

მსგავსი