წმინდა სინოდის სხდომა

21:01, 03.04.2026

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. მოსალოდნელი პროცედურები და საორგანიზაციო საკითხები იყო მთავარი თემა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყდა, რომ სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა პატრიარქობის სამი კანდიდატი, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ სამების ტაძარში გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც სამი კანდიდატიდან ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ. 31 წლის წინ დამტკიცებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ხდება ის კანდიდატი, რომელიც სინოდის წევრთა ნახევარზე მეტის ხმას მიიღებს. 39-წევრიან სინოდში კანდიდატის წარდგენის უფლება თითოეულ წევრს აქვს – ყველა მათგანს საკუთარი კანდიდატურის დაყენებაც შეუძლია. უკვე დაკომპლექტებულია ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიების შემადგენლობა. მღვდელმთავრებს დღეს დაევალათ, რომ საკუთარი ეპარქიებიდან გაფართოებულ კრებაზე დასასწრები დელეგატების სიები წარადგინონ.

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი