წმინდა სინოდის განჩინება

21:23, 18.03.2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე მეუფე შიო დაამტკიცა. სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუსა მიტროპოლიტის მიმართვით გაიხსნა წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა.

მეუფე შიომ უწმინდესისა და უნეტარესის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, შეიქმნა ილია მეორის დამკრძალავი კომისია და განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა. წაიკითხეს სინოდის განჩინებაც. ცოდვების აღიარება, ურთიერთმიტევება, შერიგება – ასეთია სინოდის მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელსაც პატრიარქისადმი სიყვარულის გამოსავლენად მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებას სთხოვს. მღვდელმთავრები ყურადღებას ამახვილებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში აღესრულა. განჩინებაში ილია მეორის ეპოქალურ მოღვაწეობასთან ერთად საუბარია მის გამორჩეულ ადამიანურ თვისებებსა და ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდებში საპატრიარქო ტახტის საჭეთმპყრობლის განსაკუთრებულ როლზე.

მსგავსი