წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები რომის პაპის გამოსვლას ელოდებიან

ამ წუთებში წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები არიან შეკრებილები, რომლებიც პაპის გამოსვლას და მილოცვას ელოდებიან. გუშინ ღამით კი რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მესა აღავლინა.

ფრანცისკემ ღვთისმსახურება წმინდა პეტრეს ტაძარში ჩაატარა და მას ათასობით მორწმუნე დაესწრო. მესის დროს პონტიფიკოსმა რამდენიმე ადამიანი მონათლა, მათ შორის იყო ნიგერიელი ლტოლვილი, რომელმაც რომში, ერთ-ერთი სუპერმარკეტში მძარცველი დააკავა. ნათლობის დროს, მიგრანტთან ერთად იმყოფებოდა იტალიელი კარაბინიერი, რომელიც მისი ნათლია გახდა. ღვთისმსახურება ერევანში, წმინდა სარქისის სახელობის ეკლესიაშიც ჩაატარეს. მას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ის ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც იულიანურ კალენდარს მიჰყვებიან, აღდგომის დღესასწაულს ერთ კვირაში იზეიმებენ.