წმინდა ფრანცისკე ასიზელისადმი მიძღვნილი ღონისძიება
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წმინდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ჰუმანიზმისა და რენესანსის ეპოქას ეძღვნებოდა, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნეს. საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ იტალიელი პოეტი დავიდე რონდონი, ქართველი პოეტი დავით მაღრაძე და ისტორიკოსი – პიერლუიჯი ვერჩეზი. ღონისძიების მთავარი ექსპონატი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ერთადერთი ინკუნაბულა – დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ 1481 წლის უნიკალური, პირველი ილუსტრირებული ფლორენციული გამოცემა იყო.