წმინდა ცეცხლს მორწმუნეები აეროპორტში დახვდნენ

სამების საკათედრო ტაძარი იყო პირველი, სადაც წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 წუთზე დაეშვა. პროცესში ჩართული იყო „პილიგრიმ ტურსი“, რომელმაც წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება უზრუნველყო. მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ წმინდა ცეცხლს აეროპორტში ტრადიციულად მორწმუნეები დახვდნენ. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.