ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული

წმინდა ცეცხლი საქართველოში, თბილისის დროით 23 საათზე ქართველმა მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად, წმინდა ცეცხლი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა. მოგვიანებით, წმინდა ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით მართლმადიდებელ ტაძარში გადაანაწილეს. აეროპორტში წმინდა ცეცხლს სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.