ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. უწყების წარმომადგენლები – 2025 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.