წლის შეჯამება საოკუპაციო ზოლთან

წლევანდელი წელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულად მწვავედ და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით დაიწყო 2018 წელი, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. საქმე საკანონმდებლო ორგანოშიც გაგრძელდა და საბოლოოდ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სასანქციო სიით დასრულდა.

გახშირებული გატაცებების ფაქტები და ჩაშლილი მოლაპარაკებების ფორმატები წლის მიწურულს ნაწილობრივ აღდგა. რაზე გააკეთა აქცენტი შერიგებისა და სამოქალაქეო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქმიანობის შეჯამებისას და რა მთავარ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.