საქართველოში პირველად, სპორტულმა მედიამ წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელები გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც სისტემატურად აშუქებდნენ ქალთა ფეხბურთს. საუკეთესოები 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ – დასახელდა 2025 წლის სიმბოლური ნაკრებიც. წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი – ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ნინო ბუხრიკიძე დაასახელეს.