წლის პირველი მემილიონე მგზავრი ბათუმში
წელს პირველად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი, საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯია ბათუმისა“ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდამ 32% შეადგინა. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.