„წლის ლიდერი“ – დაჯილდოების ცერემონია შეკვეთილში

12:39, 22.07.2018

შეკვეთილში, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის  ერთობლივი პროექტი – დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონია – ,,წლის ლიდერი” გაიმართა.  მსხვილი და მცირე ბიზნეს-კომპანიების გარდა, წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პერსონალური საერთაშორისო ჯილდო, რომელიც ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებულ ქართველებს გადაეცათ. საერთაშორისო საპატიო ჯილდო გადაეცათ: ბუბა კიკაბიძეს, ანზორ ერქომაიშვილს, რევაზ ჩელებაძეს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს. საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.  ღონისძიებას  ბიზნესექტორის და  ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი