„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“

„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ – სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში რეპრესირებული ქართველი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

რეპრესიებს შეწირული ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მხატვრების დიდი ნაწილის სამხატვრო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ათწლეულებს ითვლიდა, წლების განმავლობაში ისინი ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იყვნენ. ჰენრიკ ჰრინევსკი, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, რიჰარდ ზომერი, პეტრე ოცხელი კონტრ-რევოლუციონერობის ან ჯაშუშობის ბრალდებით ჯერ გაასამართლეს, შემდეგ კი დახვრიტეს. წლები გაატარეს გადასახლებაში კირილ ზდანევიჩმა, ივანე პატარიძემ და ვასილ შუხაევმა.

თათია ბუხრაშვილი მოგვიყვება მხატვრებზე, რომელთა სიცოცხლე და შემოქმედება „წითელმა ტერორმა“ შეიწირა.

დატოვე კომენტარი