წითელი პარასკევის მსახურება

12:05, 10.04.2026

დღეს წითელი პარასკევია – წლის ყველაზე მძიმე დღე, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ორ საათზე კი გარდამოხსნის გადმოსვენების მსახურება გაიმართება – სიმბოლურად იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო გარდამოხსნის გამოსვენების მსახურებას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.

დილიდან კი დიდი ჟამნის ღვთისმსახურება სრულდება ეკლესიებში, იკითხება სახარება უფლის ვნების შესახებ. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ ტარდება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

მორწმუნეები ვნების კვირის პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ. აცხობენ პასკებს, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. აქვე გეტყვით, რომ სააღდგომო ლიტურგიას, მეუფე შიო შაბათს, 23:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩაატარებს. 

მსგავსი