წითელი პარასკევის მსახურება სამების საკათედრო ტაძარში 

18:06, 10.04.2026

დღეს წითელი პარასკევია – ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რელიგიური სწავლების თანახმად, დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. დღეს ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში, შესაბამისი ღვთისმსახურება ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში რიტუალი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.

მსგავსი