წითელი პარასკევის მსახურება ბაგრატის ტაძარში
დღეს ქუთაისში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. ბაგრატის ტაძარში ღვთისმსახურება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა ჩაატარა. გარდამოხსნა წითელ პარასკევს მწუხრის მსახურებაზე სრულდება. ქრისტიანული მოძღვრებით, ეს რიტუალი არის უდიდესი გლოვისა და იმავდროულად, აღდგომის მოლოდინის სიმბოლო. დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები მკაცრ მარხვას იცავენ და წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც სიმბოლურად ქრისტეს სისხლს განასახიერებს.