წითელი პარასკევი – ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე

15:03, 18.04.2025

წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა მორწმუნეებისთვის – მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

თამუნა ჯალაღონია დეტალებით სამებიდან.

მსგავსი