„წითელი ჯვრის“დახმარება ბენეფიციარებს

15:23, 20.09.2020

„წითელი ჯვრის“ საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 60-მდე პირს სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა.  ამანათები საოჯახო ტიპის საცხოვრისების ბენეფიციარებისთვის გამოიყო. საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე ორგანიზაციის, „ხელი-ხელს“ საოჯახო ტიპის საცხოვრისში არსებულ სიტუაციასაც გაეცნო. „ხელი – ხელს“ საქართველოში პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც 2011 წლიდან ზრდასრულთა საოჯახო ტიპის საცხოვრისების გახსნა დაიწყო.

მსგავსი