წითელი ჯვრის მსოფლიო დღე

15:45, 08.05.2025

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ღონისძიება გამართა, რომელიც წითელი ჯვრის ფუნდამენტური პრინციპების 60-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობებზე, მისიასა და როლზე საქართველოში. მოეწყო წითელი ჯვრის მოძრაობის საარქივო და ჰუმანიტარული საქმიანობების ამსახველი ფოტო-მასალის ექსპოზიცია. ღონისძიებაზე სიმბოლური ჯილდოები გადაეცა ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც 2024-2025 წლების განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ ინიციატივებში უანგაროდ იყვნენ ჩართულნი და ქვეყნის მასშტაბით წამოწყებულ პროექტებს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ.

მსგავსი