„წითელი ჯვრის“ კახეთის ორგანიზაციის მოხალისეებმა სასწავლო კურსები გაიარეს

12:17, 02.07.2018

მიწისძვრის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის კურსები ჩატარდა ყვარელში.

„წითელი ჯვრის“ კახეთის ორგანიზაციის მოხალისეებს სასწავლო გაკვეთილები ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

კურსი ადგილობრივ სამაშველო სამსახურთან ერთად სიმულაციური წვრთნით დასრულდა.

იმიტირებული გადაუდებელი ვითარების დროს დახმარება ექვს დაზარალებულს გაეწია.

მსგავსი