„წითელი ჯვარი“ მზად არის, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს

წითელი ჯვარი მზად არის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის მრჩეველმა დიანა ჯაფარიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან, თუმცა, მოლაპარაკებების შინაარსი ამ დროისთვის კონფიდენციალურია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდება კონკრეტულად ცხედრის გადმოცემა.

საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი დამატებით დეტალებზე კომენტარს, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთებს.