წითელას ვირუსული ინფექციის შემთხვევებმა იმატა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება

საქართველოში წითელას ვირუსული ინფექციის შემთხვევებმა იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,  მარტო 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით,  102 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა. რეგიონში სულ წითელას გამოვლენის 86 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 34 % მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში.  მაღალია ასევე ერთ წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი, 19.5 %.  ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს.

განსაკუთრებით რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ჩვილები და ორსულები.  წითელას საწინააღმდეგო აცრა უტარდებათ 12 თვის და 5 წლის ასაკში. პროგრამის ფარგლებში აცრები უფასოა.