წითელას შემთხვევები აჭარაში

აჭარაში წითელას გავრცელების შემთხვევებმა უკანასკნელი 10 წლის მონაცემებს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციით 13 ადამიანი დაინფიცირდა. მდგომარეობა საკმაოდ სარისკოა ქვეყნის მასშტაბით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო არ გამორიცხავს, რომ წითელა აჭარიდან სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს.

მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და რისკ ჯგუფში მყოფ პირებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.