წითელას გაზრდილი შემთხვევების ფონზე ვაქცინაციისკენ მოწოდებები აქტიურდება.
ბოლო ორი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფექციის ცირკულაცია გაზრდილია, რასაც ექიმები ანტივაქსერული განწყობების გაძლიერებით და აცრების გამოტოვებით ხსნიან. მორიგი განგაშის საფუძველი შექმნა აშშ-ში, ტეხასის შტატში მომხდარმა შემთხვევამ – წითელამ სასკოლო ასაკის მოზარდი იმსხვერპლა, ის არავაქცინირებული იყო, რასაც მედიკოსები გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ. წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფიცირების 60-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსული ინფექცია საკმაოდ მარტივად გადამდებია – გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები მშობლებს ვაქცინაციის კალენდრის დაცვისკენ მოუწოდებენ.