წითელას ეპიდემიის საფრთხე

ქვეყანაში წითელას ეპიდემიის საფრთხეა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც დაავადება გადატანილი არ აქვთ.

ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შორის ფიქსირდება.

დაავადების გავრცელების კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარასა და კახეთში. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა იმერეთშიც.