წითელას აცრა უფასო იქნება

ქვეყანა წითელას ეპიდემიის ზღვარზეა.

დღეიდან მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. სწორედ აცრაა ინფიცირებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება. წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 24-ჯერ არის გაზრდილი. ჯანდაცვის სამინისტრო რისკ-ჯგუფად 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მიიჩნევს და მოუწოდებს, – თუ დაავადება არ გადაუტანიათ, ან არ ახსოვთ, ჩატარებული აქვთ თუ არა აცრა, – ვაქციანაცია ჩაიტარონ.

ეპიდაფეთქების მიუხედავად, ამ ეტაპზე უწყება სასწავლო პროცესის გადადების საჭიროებას ვერ ხედავს.