საფრთხე, რომელსაც ექიმები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ შეფასებაში ხედავენ.
ჯანმო-ს წევრმა არაერთმა ქვეყანამ წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. მიზეზი სკეპტიკური მოსაზრებების გამო ვაქცინაციაზე დაბალი მიმართვიანობა და დაავადების შემთხვევების ზრდაა. საქართველო სტაბილური ქვეყნის სტატუსს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თუმცა იმუნიზაციის მხრივ სახარბიელო ვითარება არც ჩვენს ქვეყანაშია, რის გამოც ექიმები საქართველოს სტატუსის გაუარესებასაც არ გამორიცხავენ. მედიკოსები გამოსავალს დროულ ვაქცინაციაში ხედავენ.
2024-2025 წლებში ვირუსული ინფექციის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გამოვლინდა.