წირვა სამებაში
დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. ღვთისმსახურება სამებაში პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. ზიარების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა და იოანე ნათლისმცემლის სულიერ ღვაწლზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სინანული სულის გადარჩენისა და ცხონების გზაზე პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. პატრიარქის თქმით, დღეს განსაცდელებით სავსე სამყაროში მორწმუნეებს განსაკუთრებით სჭირდებათ სულიერი სიმტკიცე და სიმამაცე.