წინწყაროში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა

სოფელ წინწყაროს მოსახლეობა სასმელს წყალს უკვე გრაფიკის გარეშე მიიღებს. სამუშაოები, რომელიც ჭაბურღილის, რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, უკვე დასრულებულია. მიმდინარე პროექტებს, წალკის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გაეცნო.