WineCast 2026
თბილისში, WineCast 2026-ის დაიწყო.
ქარვასლასთან, თამადის ძეგლის მიმდებარედ ქართული ვაზის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ჯიშის რქაწითელისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. ფესტივალი დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით კინოს, ღვინოს, გასტრონომიას, ტურიზმს, მუსიკასა და თანამედროვე ხელოვნებას გააერთიანებს. WineCast-ი შატო მუხრანში დასრულდება. WineCast საერთაშორისო კულტურული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს მასპინძლობს.