წინასასამართლო სხდომა ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე

18:38, 19.02.2026

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე წინა სასამართლო გაიმართა. მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. ბერდია სიჭინავას განცხადებით, მათ მასალები ცალსახად ადასტურებს გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის მოტივს. პროკურატურის თქმით კი საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რაც გახარიას ბრალეულობაზე მიუთითებს. მისივე თქმით, გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. შედეგად ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანამ იზარალა. ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს. გახარიას დანაშაულს რამდნიმე მუხლით ედავებიან, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი