წინასაარჩევო აქტივობა

თბილისში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა „პრაიმერი“ ჩაატარეს.

პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა პრაიმერის ჩატარება გასულ კვირას ქუთაისიდან დაიწყეს და გამოკითხვების გაგრძელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.