წინასაარჩევნო შეხვედრები

შეხვედრებს განაგრძობს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

დავით ბაქრაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ჩავიდა. მოსახლეობის ინფორმაციით, მათ შეუწყდათ უფასო ხვნა-თესვის, სასუქის, საწვავის მიწოდება, რის გამოც რთულ მდგომარეობაში არიან. ამ ფონზე, ადგილობრივების თქმით, მიწის დამუშავება კიდევ უფრო უჭირთ სოფლის ასაკოვან მხცოვრებლებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.